საზოგადოება

ყოველდღიური ტერორი. პასუხი კითხვაზე: აბა ომი გინდა?

1 Mins read

დავიწყოთ იმის გააზრებით, რომ საშუალო სტატისტიკური მოაზროვნე არ არსებობს. აზროვნების აქტი ან ხდება, ან არა და მისი გასაშუაელოება არ არსებობს. რას ნიშნავს აზრვნება? აზრვნებაში არ ვგულისხმობ აუცილებლად ქმედების განხორციელებას. როგორც მამარდაშვილი, ამბობს ერთერთ მის ლექციაში აზროვნების შესახებ: აზროვნება წარმოადგენს არა პროდუქტს ან შედეგს, არამედ ფსიქიკურ მომენტს. როცა ვახდენ დისტანცირებას პიროვნული წარსულისგან და რამდენადაც შესაძლებელია ფსიქიკურ უნარს ვათავისუფლებ გამოცდილებებისა და ჩრდილებისგან, რომელიც თან ერთვის მოვლენას. მხოლოდ და მხოლოდ ამ ფორმით ვახდენ ხდომილების გააზრეებას, ანუ აღქმას – ისეთად გაგების მცდელობას, როგორიც ის თავისთავად არის მოცემულ მომეტში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიაზრებ ჩემი როგორც ინდივიდის პოზიციას მოვლენის მიმართ. სხვა დანარჩენ შემთხვევებში არა აზროვნების, არამედ საკუთარი ემოციურ/შეგრძნებითი ინტერპრეტაციის ან კიდევ უარესი – სხვის მიერ ინტერპრეტირებული მოვლენის აღქმასთან გვაქვს საქმე. აზორვნების აქტი, ამ გაგებით, წმინდად იდივიდუალურ/გონებისთვალით საჭვრეტ საქმეს წარმოადგენს. როგრც წესი ნებისმიერი აზროვნების მცდელობა პირველ რიგში საკუთარი გონებრივი მექანიზმის გამოყენება/შესწავლას ემსახურება და მხოლოდ ამის შემდეგ სამყაროს აღქმას.

ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციული თვალსაზრისით უკიდურესად გართულებულ სამყაროში. მასობრივი საინფრმაცია კომუნიკაციის საშუალებებისა და გავრცელების ტექნიკების სწრაფმა ზრდამ, ანუ მათმა მრავალფეროვნებამ და მობილურობამ ფსიქიკური უნარების ევოლუციურ პროცესს საგრძნობლად გაუსწრო რასაც თან ერთვის ავტორიტეტების, როგორც სანდო ინფორმაციის წყაროების მსხვრევა. ასეთ სიტუაციაში კონკრეტული ინდივიდი, რომელიც დაკავებულია ყოველდღიური ყოფით აღმოჩნდა უსუსურ მდგომარეობაში, ერთი მხრივ მას არ გააჩნია ფსიქიკური რესურსი და დრო, რათა ეს ინფორმაციული ნაკადი კრიტიკულად გაიაზროს და მეორე მხრივ მისი ფსიქიკა კვლავ შემოფარგლულია, ადამიანიას როგორც ბილოგიური არსების ფსიქიკური მექანიზმის ლმიტით. მაგალითად ისეთი მექანიზმით როგორიც შიშია.

შიში როგორც ადამიანის თანდაყოლილი ბაზისური ემოცია, რომელიც ევოლუციის პროცესში ერთერთ გადამწყვეტ როლს ასრულებდა თანამედროვე ინფორმაციულ სამყაროში მასებით მანიპულაციის ინსტრუმენტად იქცა. ჩვენ ვხედავთ საზოგადოებებს სადაც უმრავლესობებს ეშიანიათ უმცირესობების, ძლიერებს ეშინიათ სუსტების. ამგვარ შიშებს თანაბრად ექვემდებარება, როგორც განვითარებული ასევე განვითარებადი საზოგადოებები. ამერიკელ ხალხს შეიძლება ეშინოდეს სხვა კონტინეტზე არსებული შედარებით ტექნოლოგიურად განუვითარებელი და სამხედრო თვალსაზრისით სუსტი სახელმწიფო რეჟიმის ერაყში, რუსულ საზოგადოებას შეიძლება ეშინოდეს ნაციზმის მეზობელ უკრაინაში, საქრთველოში შეიძლება საზოგადოების დიდი ნაწილი გრძნობდეს საფრთხეს რამდენიმე ასეული ჰომოსექსუალისგან. უმრავლესობის შიში უმცირესობების მიმართ, როგორც ვხედავთ მათზე თავდასხმაში გადაიზრდება ხოლმე და ერთგვარ კონსოლოდაციის საშუალებად გვევლინება.

ოცდამეერთე საუკუნე, რომელმაც მოიტანა შედარებით დიდი თავისუფლება გასულ საუკენეებან შედარებით, აგრეთვე მოიტანა ტერორიც. „თავისუფალი“ ადამიანის მთავარ შემაკავებელ, დამმორჩილებელ, შიშის განმსაზღვრელ ფაქტორად მოგვევლინა ტერორი, რადგან უკვე ყველანი გაცნობიერებულად, თუ უნებურად ვთანმხმდებით, რომ არ არსებობს ერთი ჭეშმარიტი მორალი, არ არის ღირსების განმსაზღვრელი რაიმე ცალსახა კრიტერიუმი, როგორიც შეიძლებოდა ფეოდალურ საზოგადოებაში ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს აღარ არის ღმერთის, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტების წყაროსადმი რწმენა. რაც არ უნდა დიდი იყოს მრევლი ტრადიცული ტრანსცენდენტული რწმენის გაგება კრიზისს განიცდის, ამის მაგალითებს საქართველოშიც ვხედავთ, როცა მღვდელს მეტი ავტორიტი აქვს ვიდრე სახარებასა და ღვთის სიტყვას. ცივილიზებულ საზოგადოებებსა და პოლიტიკურ სისტემებში კი მთავარ კანონს წარმოადგენს უფლება და არა აკრძალვა, რაც არსებითად ცვლის საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკებს.

ზემოთ გამოთქმული აზრი აბსოლუტურად არ წარმოადგენს მორალისტურ პოზიციას, პირიქით ის დაცლილია ყოველგვარი ნორმატიულობისგან. იმის თქმა მსურს, რომ თავისუფლება რომელიც თითქმის ფეტიში გახდა არ მოგვენიჭება სხვისგან, მას თავად ჩვენ საკუთარი ძალისხმევით მოვიპოვებთ. როგორი დემოკრატიული და ლიბერალური კანონმდებლობაც არ უნდა გვქონდეს, ეს მხოლოდ ინსტრუმენტი იქნება იმისათვის რათა თავისუფალნი ვიყოთ. პირველ რიგში თავისუფლება საკუთარი შიშებისგან თავის დაღწევითა და ინდივიდუალური არჩევანის გაკეთებით ხორციელდება. ამიტომაც წარმოადგენს ტერორი როგორც თავდაცვის ასევე თავდასხმის საშუალებას, ის საზრდოობს ჩვენი შიშებით. შიში თავის მხრივ ირაციონალური მოვლენაა, ის მომავალში პოტენციურ საფრთხეზე რეაქციას წარმოადგენს. შიშის გამკლავების მთავარ საშუალებას კი მის ობიექტთან შეხვედრა, მისი გაცნობა წარმოადგენს. ინდივიდი არ უნდა იყოს ინფორმაციული ღრუბლის პოზიციაში, რომელიც ყველაფერს ისრუტავს. რაც სწრაფად და იაფად მოგვეწოდება ინფორმაციული არხებიდან, საჭიროებს კრიტიკულ გააზრებას. კრიტიკული აზროვნება, თავის მხრივ ინტელექტუალურ რესურსსა და გამოცდილებას მოითხოვს. შიში და ტერორი ეღობება ჩვენს თავისუფალ აზროვნებასა და სასურველი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

მსხვერპლს არ ეკითხებიან სურს, თუ არა მსხვერპლად ყოფნა. აბა ომი გინდა? კითხვა უსაგნოა და მის მიზანს, მხოლოდ შიშისა და ტერორის პროვოცირება წარმოადგენს, რათა ფიქრსა და გადაწყვეტილების მიღებაში შეგვიშალოს ხელი.

სტატიის ავტორი: დავით შელია

Related posts
მსოფლიო ამბებისაზოგადოება

"როგორ გადააქცია პუტინმა რუსული მართლმადიდებელი ეკლესია იარაღად"

1 Mins read
ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია – „როგორ გადააქცია პუტინმა რუსული მართლმადიდებელი ეკლესია იარაღად“ (ავტორი – მარკ დრიუ, ლივერპულის ეპარქიის მსახური). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის მართლმადიდებელი…
საზოგადოება

How fashion startups get accepted into tech accelerators

5 Mins read
Graduating from a top accelerator or incubator can be as career-defining for a startup founder as an elite university diploma. The intensive programmes, which…
ვიდეოთეკასაზოგადოება

რუსეთის მეორე ცდა უკრაინის ომში დასამარცხებლად...

1 Mins read
24 თებერვალს, უკრაინაზე თავდასხმიდან თითქმის ორი თვის თავზე, 18 აპრილს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი, რიგით მეორე, ფართომასშტაბიანი შეტევები წამოიწყეს უკრაინის წინააღმდეგ.
Power your team with InHype
[mc4wp_form id="17"]

Add some text to explain benefits of subscripton on your services.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.